გირჩი

ხვიჩია: მე ვარ ნამდვილ ბოიკოტზე და ელისაშვილი, სხვებმა ფული აიღეს

გირჩის მხრიდან პოლიტიკური ბულინგის მსხვერპლი პარტიათა ნაწილი უკვე იყო. თქვენ იცით, რომ პარტიათა ნაწილმა დაფინანსება აიღო, რაც ჩვენთვის იყო არჩევნების შედეგების ირიბი აღიარება. ანუ, ჩვენ ჩვენი კოლეგების ნაწილს ვუყურებთ, როგორც პარლამენტში ნახევრად შესულს. ერთადერთი ალეკო ელისაშვილი გვგონია, რომელიც ჩვენთან ერთად ბოიკოტს ერთგულად იცავს. ამ წუთას ჩვენ ვიცავთ ბოიკოტის იდეას, თორემ ოპოზიციას ფული აღებული აქვს საპარლამენტო არჩევნების შედეგად, განცხადება აქვს დაწერილი. 

მე ვარ ნამდვილ ბოიკოტზე და ბატონი ელისაშვილის პარტია, თორემ ხალხმა ფული აიღო და ახალ არჩევნებს ითხოვენ, მაშინ, როდესაც ძველი არჩევნებით აქვთ ფული აღებული...

გირჩის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, "დააბულინგებს თუ არა გირჩი იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ"? ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ბოიკოტის ნიშნად, მათ არც მეორე ტურში მიუღიათ მონაწილეობა.

კომენტარები