აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რუსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები პირველ დეკემბერს ლაჩინის რაიონში შევიდნენ". – წერია განცხადებაში. 

20 ნოემბერს, სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, აზერბაიჯანს გადაეცა აგდამის რაიონი, 25 ნოემბერს კი ქალბაჯარის რაიონი. რუსი სამშვიდობოების ინფორმაციით, აგდამისა და ქალჯაბარის რაიონების გადაცემა გეგმის მიხედვით და ინციდენტების გარეშე მოხდა. შეთანხმების თანახმად, ლაჩინის 5-კილომეტრიანი დერეფანი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აერთებს, რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ იქნება.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, მხარეები, სომხეთი და აზერბაიჯანი, საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები