ქუთაისის მერია

მზეჭაბუკის ძეგლის მოსაწყობად ქუთაისის მერია თითქმის 100 000 ლარს დახარჯავს

მზეჭაბუკის ძეგლის მოსაწყობად ქუთაისის მერია თითქმის 100 000 ლარს დახარჯავს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე უკვე გამოცხადდა. წინადადების მიღება 6 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 699 ლარია.

ქუთაისის მერიის წარდგენილი ესკიზი
ქუთაისის მერიის მოთხოვნით, პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციის მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი, ბრინჯაოს ქანდაკებებზე მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით.

"მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობა. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ესკიზით". - ნათქვამია დოკუმენტაციაში.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღეა, ხოლო გარანტია 3 წელი უნდა იყოს. 

მზეჭაბუკი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის ავტორობით შესრულებული დიდების მემორიალის ნაწილი იყო, მონუმენტის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე აიღეს. 

კომენტარები