კორონავირუსი საქართველოში

საქართველომ მლნ მოსახლეზე ინფიცირებით საფრანგეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

The Insurance Journal

საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე ინფიცირებით მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა და გადაუსწრო საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრიას, იტალიას, ბრაზილიას, შვედეთს.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, მილიონ მოსახლეზე მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილს იკავებს და ოფიციალურად უსწრებს გერმანიას, საბერძნეთს, ისრაელს, ირანს, უკრაინას, რუსეთს, თურქეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს.

30 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 135 584 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 113 986 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 267 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 21 063 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები