გორი

გორში კაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს

ფორმულა

ქალაქ გორში კაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილზე მისვლა სასწრაფო დახმარების ბრიგადას დააგვიანდა და მაშინ მივიდა, როცა პირი უკვე გარდაცვლილი იყო. 

"სასწრაფო გამოძახებებზე ან დაგვიანებით მიდის, როცა, როგორც ამ შემთხვევაში, აღარ აქვს აზრი, ან საერთოდ არ მიდის და ჩამოგვენგრა თავზე ჯანდაცვის სისტემა". – ამბობს თვითმხილველი.

გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით კი, ისინი გამოძახებაზე დროულად მოვიდნენ

"მივიღეთ 55-ზე [წუთზე], ჩავიცვით და 13:01 იყო [მოსვლის დრო]. კარგი ხნის გარდაცვლილია ეს პაციენტი". – ამბობს მედიკოსი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები