დიეგო მარადონა

მესიმ ოსასუნასთან გოლის აღნიშვნისას მარადონას პატივი მიაგო [Video]

არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ბარსელონასა და ოსასუნას დაპირისპირების დროს გოლი გაიტანა. გოლის აღნიშვნისას მან ფორმა გაიხადა, რომლის ქვეშაც ნიუელს ოლდ ბოისის 10 ნომრიანი მაისური ეცვა. სწორედ ამ მაისურით თამაშობდა დიეგო მარადონა.

მოგვიანებით ამ მომენტის ამსახველი ფოტო გავრცელდა მის ოფიციალურ Facebook გვერდზეც.

ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მანამდე, 3 ნოემბერს მას ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს.

ამავე თემაზე:

კომენტარები