დიეგო მარადონა

"შეუდარებელი, საუკეთესო, მარადიული" - ფეხბურთის ვარსკვლავები მარადონას ემშვიდობებიან

დიეგო მარადონა

გუშინ, 26 ნოემბერს,  60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა. 

დიეგო მარადონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელებში მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთის ვარსკვლავები გამოეხმაურნენ.

"მე ძვირფასი მეგობარი დავკარგე, მსოფლიომ კი ლეგენდა. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ ზეცაში". - ასე დაემშვიდობა პელე მარადონას.

"ძალიან სამწუხარო დღეა არგენტინისა და ფეხბურთისთვის. ის გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, რადგან დიეგო მარადიულია". - დაწერა ლიონელ მესიმ.

"დღეს მე ვემშვიდობები მეგობარს და სამყარო ემშვიდობება მარადიულ გენიოსს. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. შეუდარებელი ჯადოქარი. მან ძალიან ადრე დაგვტოვა, მაგრამ დაგვიტოვა შეუზღუდავი მემკვიდრეობა და სიცარიელე, რომელიც არასდროს შეივსება. არასდროს დაგვავიწყდები". - დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ.

"სევდიანი დღეა არგენტინისა და ფეხბურთისთვის. ის იყო ადამიანი, რომელიც თამაშობდა ვნებით, სულისკვეთებით და იყო არანაკლები, ვიდრე გენიოსი. მე ძალიან აღელვებული ვიყავი მასთან შეხვედრით და ჩვენ ყველას მოგვენატრება ის". - ასე გამოეხმაურა დევიდ ბექჰემი.

"არგენტინიდან ცნობები მოდის, რომ დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა. ჩემი თაობის საუკეთესო ფეხბურთელი და, შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესო. ბედნიერი, მაგრამ პრობლემური ცხოვრების შემდეგ, იმედია, ის კომფორტს იპოვის ღმერთის ხელებში". - თქვა ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა.

"არასდროს დამავიწყდება, 8 წლისამ დიეგო მარადონას რომ ვუყურე მსოფლიო ჩემპიონატზე. მას შემდეგ, აღარასდროს მინახავს მსგავსი რამ სტადიონზე". - თქვა ასევე ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა.

დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა მისი ყოფილი მეტოქე და შემდგომში მისივე გუნდის, ნაპოლის მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი.

"შენ ყოველთვის გენიოსი იყავი. დღეს ძალიან სევდიანი დღეა და უდიდესი დანაკარგია. თუმცა შენ, ჩემო მეგობარო, მარადიული ხარ. მშვიდობით, დიეგო. მშვიდად განისვენე". - დაწერა მან.

კომენტარები