რუსეთი

Pussy Riot-ის წევრებმა მოსკოვში პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსი გამართეს [VIDEO]

Pussy Riot

Pussy Riot-ის წევრებმა მარია ალიოხინამ და რიტა ფლორესმა მხატვარ ფარხად ისრაფილი-გელმანთან ერთად, მოსკოვის ცენტრში, პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის წინ ალიოხინამ და ფლორესმა სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმული ისრაფილ-გელმანი წებოვანი ლენტით ბოძზე მიაბეს. ალეხინასა და ფლორესს რუსული ტრადიციული სამოსის სტილის ტანსაცმელი ეცვათ.

"ქაღალდის ჭიქებსა და პლასტმასის ბოთლებს უმიზეზოდ უწოდებენ იარაღს, სინამდვილეში ყველაზე საშინელი იარაღი, მიმართული ჩვეულებრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, პოლიციური სახელმწიფოა. სახიფათოა ქაღალდის ჭიქა და პლასტმასის ბოთლი? - არა!... ჩვენ ვეწინააღმდეგებით პოლიციის თანამშრომლების მხრიდან წამებას, ძალადობასა და და აგრესიას". – აცხადებს Pussy Riot-ი.

2019 წელს, მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტებს პოლიციელების წინააღმდეგ ქაღალდის ჭიქებისა და პლასტმასის ბოთლების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. 

აქციის შემდეგ პოლიციამ ფარხად ისრაფილ-გელმანი დააკავა. მის წინააღმდეგ პროტოკოლი შეადგინეს აქციაზე მოქცევის წესის დარღვევისთვის და შემდეგ გაათავისუფლეს.

ოქტომბერში Pussy Riot-ის წევრებმა ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს. აქციის შემდეგ მასში მონაწილე ათამდე წევრი დააპატიმრეს და ჯარიმების გადახდა დააკისრეს.

კომენტარები