საქართველო-რუსეთი

სამადაშვილი: რუსეთს იმედი აქვს, ერთპარტიული პარლამენტი ურთიერთობის ნორმალიზებას დაეხმარება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ "დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს".

"კარასინის განცხადებაში საყვედური იკითხება, 20 ივნისის "ნაციონალისტების" არასათანადო დასჯის შესახებ. ასევე იკითხება ის, რომ რუსეთი ერთობ კმაყოფილია არჩევნების შედეგით, დავალებებს აძლევს ივანიშვილის ხელისუფლებას, როგორ დაიცვას რუსეთის ინტერესები. და რაც მთავარია, მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მივიღოთ ერთპარტიული პარლამენტი, რუსეთი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი, 'ნაციონალისტური' ძალებისგან დაცლილი, ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციას". - წერს სალომე სამადაშვილი თავის Facebook გვერდზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნეს შემდეგი:

"იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს, ორმხრივი ურთიერთოებების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ".

განცხადების სრულიად ნახვა შეგიძლიათ აქ.

კომენტარები