საქართველო-რუსეთი

ხოშტარია МИД-ის განცხადებაზე: ფაქტობრივად, გავრილოვი დაგვიბრუნეს უკან, ისევ ოცნების ხელით

"ფაქტობრივად, გავრილოვი დაგვიბრუნეს უკან, ისევ ოცნების, ანუ ჩვენივე მთავრობის ხელით." - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ "დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს."

"ორმხრივად დაგმეს ‘ცნობილი ანტირუსული პროვოკაცია’, რომელიც ნაციონალისტებს მოუწყვიათ. ანუ გავრილოვის დღე ყოფილა დასაგმობი!

პირდაპირ ღიად პრორუსები ვართო ამბობს უკვე ეს მთავრობა. და კიდევ იმას გულისხმობს, რატო მეტად არ დაგასისხლიანეთო ამ ‘პროვოკაციის’ დროს.

მოგეთხოვებათ პასუხი, გპირდებით!" - წერს ელენე ხოშტარია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნეს შემდეგი:

"იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება".

განცხადების სრულიად ნახვა შეგიძლიათ აქ.

კომენტარები