ოლიმპიური ფესტივალი

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში ჩატარდება

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს.

"ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეორგოლი". – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

2015 წელს საქართველოში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდა.

კომენტარები