კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევიდან 2 157 თბილისში გამოვლინდა

CDC/Science Photo Library

კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 157 გამოვლინდა, აჭარაში - 417, იმერეთში - 537. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შიდა ქართლში 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლში - 190, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 159, გურიაში - 78, კახეთში - 140, მცხეთა-მთიანეთში - 89, სამცხე-ჯავახეთში - 40, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 14.

23 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 108 690 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 012 კი გარდაიცვალა. სულ 18 482 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები