კორონავირუსი საქართველოში

მღვდელ-მონაზონი შიო სინატაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) გარდაიცვალა.

"საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედკოლეგია მწუხარებას გამოვთქვამთ მამა შიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი შიო" - აცხადებს საპატრიარქო.

კორონავირუსით 20 ნოემბერს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილიც გარდაიცვალა.

კომენტარები