დოლი პარტონი MODERNA-ს ვაქცინის შექმნაში 1 მილიონი დოლარით დაეხმარა

Getty Images

2020 წლის აპრილში, პანდემიის გამოცხადებიდან თითქმის ერთ თვეში დოლი პარტონმა Vanderbilt-ის უნივერსიტეტში მიმდინარე ახალი კორონავირუსის კვლევებისთვის 1 მილიონი დოლარი გაიღო.

გავიდა 7 თვეზე მეტი და აღმოჩნდა, რომ ლეგენდარული მომღერლის შემოწირულობა Moderna-ს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას მოხმარდა, რომლის კანდიდატზეც მიმდინარე კვირაში გამოცხადდა, რომ 94.5%-ით ეფექტიანია.

დოლი პარტონის სახელი და გვარი ვაქცინის სხვა "სპონსორებთან" ერთად გამოჩნდა, რომლებიც მაგალითად, აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი და Emory-ს უნივერსიტეტი არიან.

"როდესაც ეს შემოწირულობა გავაკეთე კოვიდის ფონდში, უბრალოდ კარგის გაკეთება მინდოდა და ასეც გამოვიდა! იმედი გვქონდეს, რომ მკურნალობის საშუალება მალე გვექნება". - დაწერა დოლი პარტონმა.

16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ Moderna-ს ვაქცინის კანდიდატი 94.5%-ით ეფექტიანია.

"ჩვენი მესამე ფაზის კვლევის დადებითი წინასწარი ანალიზი გვაჩვენებს პირველ დადასტურებას, რომ ჩვენ ვაქცინას შეუძლია COVID-19-ის დაავადების პრევენცია, დაავადების მძიმე ფორმის ჩათვლით". - ამბობს მოდერნას აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ ბენსელი, თავის განცხადებაში. 

კომენტარები