პომპეოს ვიზიტი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკვე საქართველოშია

ტაბულა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკვე საქართველოშია. მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეო საქართველოში ვიზიტისას სამოქალაქო სექტორს შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე.

18 ნოემბერს 11:00 საათზე ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას მდუმარე აქციას გამართავს.

 

კომენტარები