პომპეოს ვიზიტი

"ივანიშვილი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის"- აქტივისტები პომპეოს

სამოქალაქო აქტივისტები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართავენ. მიმართვას 50-ზე მეტი აქტივისტი აწერს ხელს. მათ ღია წერილი აშშ-ს საელჩოში უკვე შეიტანეს, სადაც 2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აღწერენ.

ტაბულა წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

"ჩვენ, ქართველი უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები, მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველში. ჩვენი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ იმ წვლილისთვის, რაც ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებასა და უსაფრთხოებაში აქვს შეტანილი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ქართველი ერის ურყევი სურვილია, შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც თავისუფალი სამყაროს და ევროატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი იქნება.

სწორედ ამ სურვილმა განაპირობა 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია, რომლის მიზეზი ქვეყანაში რუსული გავლენის ზრდა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება იყო. ეს მშვიდობიანი მანიფესტაცია გაფრთხილების გარეშე, ბრუტალურად იქნა დარბეული. ამ დარბევისას მოხდა ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიების მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენება, მათთვის დამიზნებით სროლა, რამაც აქციის მონაწილეების თვალების დაზიანება და მხედველობის დაკარგვა გამოიწვია. დარბევის დროს დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის ათეულობით ჟურნალისტი, უკანონოდ დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი.

ამ დღის შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად არ შეწყვეტილა სამოქალაქო პროტესტი სახელმწიფოს მიტაცებისა და რუსული გავლენის ზრდის წინააღმდეგ. ამ პროტესტის ჩასახშობად ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო აქტივისტების დევნა. 20 ივნისიდან მოყოლებული ანტისახელისუფლებო აქციებზე დააკავეს ასეულობით სამოქალაქო აქტივისტი, სასამართლომ ათიათასობით ლარის გადახდა დაავალდებულა მშვიდობიან პროტესტანტებს.

პოლიციის მიერ სამოქალაქო აქტივისტების დაკავება ხდება ადმინისტრაციული წესით, 1984 წლის საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, ყოველგვარი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. სასამართლოს მიერ აქტივისტებისთვის პატიმრობის და  მაღალი ფინანსური ჯარიმების შეფარდება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა და პროტესტანტების დაშინებას ისახავს მიზნად. ძირითად შემთხვევაში, აქტივისტის წინააღმდეგ ბრალდება ეფუძნება მხოლოდ სამართალდამცავის ყალბ ჩვენებას, რომელსაც არც ვიდეო/ფოტო მტკიცებულება და არც მოწმის ჩვენება უმაგრებს ზურგს, რაზეც უამრავი მიუკერძოებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ იარაღის უკანონოდ ტარების შეთითხნილი ბრალდებით გასული წლის ნოემბრის თვეში დააკავეს ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი დამფინანსებელი და ოპოზიციური არხის მეწილე გიორგი რურუა. მის საქმეშიც გამოიკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს კორდინირებული უკანონო ქმედება და პოლიტიკური დაკვეთის აღსრულება.

ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი მიზანი იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლოებული წესით არჩევნების ჩატარება, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მივაღწიეთ, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში არ შეწყვეტილა პოლიტიკური დევნა (კარტოგრაფების საქმე), ხოლო თავად არჩევნებმა ჩაიარა უსამართლო და არათავისუფალ გარემოში. წინასაარჩევნო გარემო იყო ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევის და მათი წევრების ცემის ფაქტებს, რამაც კენჭისყრის დღეზეც იმოქმედა. სისტემატური სახე ჰქონდა ძალადობას, დაშინებასა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების დათრგუნვას. თავად კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით ჩატარდა. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ნახევარზე მეტში იყო ბალანსის პრობლემა, რაც ციფრებით მანიპულირებაზე მიუთითებს. სწორედ დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა გახდა ასობით საჩივრის დაწერის საფუძველი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სანდოობის კრიზისის გამომწვევი ფაქტორი. ეს არჩევნები მთლიანი ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ არალეგიტიმურად იქნა მიჩნეული, რამაც პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. ამ ახალ ტალღას სახელმწიფოს მიმტაცებელი ქართული ოცნება და მისი ლიდერი ოლიგარქი ივანიშვილი რეპრესიების ახალი ტალღით შეხვდა. დაკავებულ იქნენ საარჩევნო ადმინისტრაციის მამხილებელი ორი საარჩევნო ექსპერტი და ასევე განახლდა სამოქალაქო აქტივისტების ადმინისტრაციული წესით დაკავება სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე, აქციების ძალადობრივი ხერხებით დარბევა.

გთხოვთ, გააგრძელოთ ჩვენი დემოკრატიის მხარდაჭერა, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო რესურსი, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების და ხელისუფლების მიმტაცებელმა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერ შეძლოს რეპრესიების გაგრძელება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ჩიხში შეყვანა, რითაც საფრთხე ემუქრება რეგიონში თავისუფალი სამყაროსა და მისი ლიდერის აშშ-ს ინტერესებსაც".- აღნიშნულია წერილში.

ხელმომწერები:

  1. მაკო გომური - სამოქალაქო აქტივისტი 
  2. ნიკა ფარულავა - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი (მოძრაობა შეცვალე)
  3. ირაკლი ფავლენიშვილი - სამოქალაქო აქტივისტი (სამოქალაქო პლატფორმა 20/20)
  4. თამარ გოგოლაძე - სამოქალაქო ჟურნალისტი (პლატფორმა გხედავ)
  5. გიორგი მუმლაძე - სამოქალაქო აქტივისტი ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. ალიკა კუპრავა - სამოქალაქო აქტივისტი, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. ბექა ბასილაია - სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი
  8. შუშანა მაცაბერიძე - სამოქალაქო ჟურნალისტი, პლატფორმა გხედავ
  9. თამარ კაკაბაძე - სამოქალაქო ჟურნალისტი, პლატფორმა გხედავ
  10. გიოირგი მსხალაია - სამოქალაქო აქტივისტი (მოძრაობა შეცვალე)
  11. გიორგი გაბრიაძე - სამოქალაქო ჟურნალისტური პლატფორმა გხედავ
  12. ნიკოლოზ კვიტატიანი - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  13. ლუკა ბურდული - სამოქალაქო აქტივისტი "დემოკრატიული მომავლისთვის"
  14. თეონა პანკველაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი (სამოქალაქო პლატფორმა 20/20)
  15. დიმიტრი ბიძინაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი (მოძრაობის შეცვალე)
  16. მარიამ რიგვავა - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  17. ანასტასია მგალობლიშვილი - სამოქალაქო ჟურნალისტი
  18. გიგი ჯოხაძე - სამოქალაქო აქტივისტი "სტუდენტები თავისუფლებისთვის"
  19. თემურ გაგუა - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  20. ქეთი გელიაშვილი - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  21. გიორგი ფხალაძე - სამოქალაქო აქტივისტი
  22. ლევან ქართველიშვილი - სამოქალაქო აქტივისტი
  23. მარიამ გაბრიჩიძე - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  24. ანა ჭარხალაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი "რუსეთი ოკუპანტია"
  25. ქრისტინე თოდუა - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  26. თამარ კურატაშვილი - სამოქალაქო ჟურნალისტი
  27. სალომე სომხიშვილი - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  28. ირინა ფირცხალავა - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  29. ლევან სანიკიძე - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  30. ლევან ხარბედია - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  31. ტიტე გედენიძე - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  32. ოთო შენგელია - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  33. გიორგი სალუქვაძე - სამოქალაქო აქტივისტი
  34. გიორგი გამგებელი - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  35. ბექა პაპაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი
  36. გიორგი კუპატაძე - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  37. ნაშირ ორდუხანი - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  38. გალაკტიონ ფახურიძე - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  39. გიორგი ფახურიძე - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  40. ვიტალი შენგელია - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  41. მარიამ დიმიტრაძე - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  42. დათუნა ტატიაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი
  43. თათია წულაძე - სამოქალაქო ჟურნალისტი, გხედავ
  44. კოკა ნაჭყემია - სამოქალაქო აქტივისტი
  45. გიორგი რაჭველი - სამოქალაქო აქტივისტი
  46. ლუკა გვაზავა - სამოქალაქო აქტივისტი
  47. მარიამ სიჭინავა - სამოქალაქო აქტივისტი
  48. ელენე რევიშვილი - სამოქალაქო აქტივისტი
  49. ირაკლი კერესელიძე - სამოქალაქო აქტივისტი
  50. ცაბუნა ვართაგავა - სამოქალაქო აქტივისტი
  51. რატი გვასალია - სამოქალაქო აქტივისტი "სტუდენტები თავისუფლებისთვის"
  52. ზურა იველაშვილი - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  53. მიხეილ წურწუმია - სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი
  54. ნათია ლეტოდიანი - სამოქალაქო აქტივისტი
  55. მარიამ სოსელია - სამოქალაქო აქტივისტი
  56. მზიკო გომური - სამოქალაქო აქტივისტი
  57. ნინი ალანია - სამოქალაქო აქტივისტი "სტუდენტები თავისუფლებისთვის"
  58. ნიკა ნოზაძე- სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა შეცვალე

 

კომენტარები