მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ

მთავარი არხი

"გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ" - ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ვიდეომიმართვისას.

"ადამიანი იხრჩობოდაო და ხო იცით, ეს რას ნიშნავს, მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, შემომხედეთ კარგად, მე ვარ ბოლომდე, ბოლომდე, ბოლომდე წამსვლელი. მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმისთვის. მაგრამ, თუ გვინდა, რომ სიცოცხლე კი არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი" - თქვა სააკაშვილმა.

მან FB-LIVE-ში მხარდამჭერების შეტყობინებებიც წაიკითხა. ერთერთ მესიჯში ემიგრანტი ქალი სააკაშვილს  საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებდა, რადგან "უშენოდ ვერაფერს მიაღწევენ".

"ვიღაცა მწერს უცხოეთიდან. ქალბატონო როზაჩკა, თქვენც რომ ჩახვიდეთ, ხომ არ... ხომ არ გინდათ? ადვილია რჩევების მოცემა, ჰო?" - მიმართა ექსპრეზიდენტმა ემიგრანტს და მოუწოდა ყველას, "არ მივცეთ საშუალება არჩევნების შედეგების "გაპრავების".

"ყველგან დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ყველგან შევუქმნათ პრობლემები. სახელმწიფო ე.წ. უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი, არ უნდა შევუშვათ პარლამენტში და უფრო მეტიც, უნდა გამოვუშვათ პარლამენტიდან. მარტივი რეცეპტია, თუ გადმოვლენ შეტევაზე, მიიღებენ პასუხს" - თქვა ექსპრეზიდენტმა.

კომენტარები