ძალიან ბევრი, მათ შორის ჩემი კოლეგები, ნიღაბსაც და დაცვასაც ძალიან კარგად ხმარობს, მაგრამ, როცა ცოტა დრო გამოუჩნდებათ, რომ საკვები მიიღონ, საჭმელად რომ სხდებიან და იხსნიან ნიღბებს, იქ ხდება ხოლმე მათი დასნებოვნება.
ამიტომ კატეგორიულად დავიმახსოვროთ, ერთმანეთთანაც, განსაკუთრებით, როცა საჭმელს ჭამ, უნდა მოიხსნა ნიღაბი, ხო? მაქსიმალურად დისტანციაზე ერთმანეთისგან და ეცადეთ, სხვადასხვა დროს მიიღოთ საკვები, ამ დროს ხდება ხოლმე ძალიან ხშირად დასნებოვნება...