ბარაკ ობამა

ობამა: პუტინი ჩიკაგოს რაიონების ბოსებს მაგონებდა, თუმცა ფიზიკურად არაფრით გამორჩეული კაცია

ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა
Time

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი თავის მემუარებში, აღთქმული მიწა, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობაზე საუბრობს. მემუარები 17 ნოემბერს გამოდის. New York Times-ში წიგნის მიმოხილვა გამოქვეყნდა.

New York Times-ის მიმოხილვის თანახმად ობამას მემუარები ლაკონიურია, სიღრმისეული, იუმორითაა სავსე და ოსტატურადაა დაწერილი.

რუსეთის პრეზიდენტზე საუბრისას ობამამ აღნიშნა, რომ პუტინი ჩიკაგოს რაიონების ხისტ, გამჭრიახ ქუჩის "ბოსებს" აგონებდა, თუმცა "ფიზიკურად არაფრით გამორჩეული" კაცია. 

პრეზიდენტობის პერიოდში ბარაკ ობამა ცდილობდა, რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა" დაეწყო, თუმცა 2016 წელს პრეზიდენტებს შორის უკანასკნელი პირადი შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. ობამას თქმით, შეხვედრისას მან აშშ-ზე რუსეთის კიბერშეტევების თემა წამოსწია. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ვაშინგტონმა მოსკოვი არჩევნებში ჩარევის მცდელობებში დაადანაშაულა. 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების ტრანზიციის პერიოდში ობამას ადმინისტრაციამ აშშ-დან რუსი დიპლომატები გააძევა. კიბერშეტევების ბრალდებებს კრემლი უარყოფს.

2019 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, პუტინმა ობამა პრეზიდენტობის პერიოდში "დაპირებების შეუსრულებლობაში" დაადანაშაულა. ცოტა ხნის წინ კი, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესებაში დაადანაშაულა ბარაკ ობამა.

კომენტარები