აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან

აქციაზე ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები და აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

Palitravideo

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე აქტივისტებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

აქციაზე აქტივისტები ცდილობდნენ, ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ლევან კობიაშვილისთვის ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" შეეტანათ. ფედერაციის თანამშრომლებმა აქტივისტები შენობაში არ შეუშვეს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აქტივისტებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის.

ჩხუბში მონაწილეობდა ფედერაციის თანამშრომელი და ვეტერანი ფეხბურთელი, ლევან ცქიტიშვილი. დაპირისპირების შედეგად დაშავდა ერთი აქტივისტი, ხოლო ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება. 

აქტივისტების პროტესტის მიზეზი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართული მატჩი გახდა. გულშემატკივართათვის მატჩზე დასწრების აკრძალვის მიუხედავად, შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, თბილისის მერი კახი კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ქართული ოცნების დეპუტატები, ლევან კობიაშვილი და ირაკლი კობახიძე. მატჩს სტადიონზე უყურებდა მსახიობი ზურაბ ყიფშიძეც. 

ამის პარალელურად, სტადიონთან შეკრებილი გულშემატკივართა ნაწილი ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს. 

კომენტარები