კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: წესით და რიგით, საწოლფონდის დეფიციტი არ უნდა შეიქმნას

დღეს ქვეყანაში, მობილიზირებულია დაახლოებით 5 700-მდე საწოლი სტაციონარებში და კიდევ 5 700 არის კოვიდსასტუმროებში. ამავე დროს, მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზაცია, დღეს ეს ქალბატონ მინისტრთან სხდომაზე განვიხილეთ. 

წესით და რიგით, თუ ჩვენ კარგად ვმართავთ ყველა შემთხვევას და იქნება კარგი ტრიაჟი, საწოლფონდის დეფიციტი ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 69 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 52 169 გამოჯანმრთელდა, 599 კი გარდაიცვალა. სულ 16 887 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები