კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი ინფიცირებული პირი გარდაიცვალა

moh.gov.ge

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. პაციენტი შენობიდან გუშინ ღამე გადმოვარდა, ის, ამ დრომდე,  რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო და პერიოდულად, თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები