კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადავარდა

moh.gov.ge

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გადავარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მათივე ცნობით, ის ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრია და პერიოდულად, თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. 

"დღეს, დაახლოებით, 19:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება". - წერია განცხადებაში. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები