საქართველო-აშშ

ზურაბიშვილი პომპეოზე: აშშ-ს მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ მივესალმებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის". – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. 

 

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

კომენტარები