სავალუტი რეზერვები

სებ-მა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მლნ დოლარი გაიტანა, გაიყიდა $37 200 000

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

2020 წლის 10 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა რეზერვებიდან გასაყიდად კიდევ 40 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაერთხელ გაყიდა სავალუტო რეზერვები. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 746 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები