ერევანში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ [VIDEO]

ერევანში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. 

მომიტინგეები სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას liveuamap-ი ავრცელებს. 

ფაშინიანი და მთავრობის წევრები მთავრობის სახლში არ იმყოფებიან.

ერთი საათის წინ სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად. 

9 ნოემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ აღიარა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქ შუშაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვაგრამ პოღოსიანი.

კომენტარები