ნიკა მელია

მელია დარბევაზე: გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა

ეს არის პასუხი იმაზე, რომ ხალხი ითხოვს პატიოსან არჩევნებს, მართალ არჩევნებს. ცესკოს სამართლიან ადმინისტრაციას, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს და არა დაწერონ. რომ ქართველი ხალხის უზენაესი ნება აღსრულდეს, [ის] რომ რა ნებასაც მე გამოვხატავ, ის ნება აისახოს და არ გადამიწერონ და არ დამცინონ... 

მთელი ქვეყანა ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა... ბრძოლა იქნება ბოლომდე, იმიტომ, რომ ასეთი მართალი პროტესტი, ასეთი მართალი პოზიცია, როდესაც ხედავ შენ ადამიანს, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, ხელისუფლება და რასაც უნდა აკეთებს და ამაზე თვალი რომ დავხუჭოთ - არ მოხდება ეს, გასაგებად ვთქვით დღეს რუსთაველის გამზირზე, არ მოხდება. თავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება ბოლომდე. ამიტომ, ყველა უნდა გამოვიდეთ ახლა. ეს არის პასუხი. გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა, გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში გრძელდება. ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი, ანუ მათი კოლექტიური სახელი - გავრილოვები. ეს ბრძოლაა, ეს 20 ივნისის ბრძოლაა. ხალხს სურვილი აქვს [რომ] ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის, მაგრამ საბოლოო ჯამში სხვა რაღაცას წერენ. ამას ვინ შეურიგდება? ამას ვინ გაუსწორებს თვალს? არავინ.

ნიკა მელია ფორმულას ეთერში ცესკოსთან მისული მომიტინგეების დარბევას გამოეხმაურა.

კომენტარები