მსახიობები

რომელი მსახიობი ქალები იგინებიან ფილმებში ყველაზე ხშირად

Befunky

გამოცემა BuzzBingo-მ მორიგი კვლევა ჩაატარა და იმ მსახიობი ქალების სია გამოაქვეყნა, რომლებიც კადრში ყველაზე ხშირად იგინებიან. 

კვლევის ავტორებმა 3500 კინოსცენარი წაიკითხეს. პირველი ადგილი ემილი ბლანტმა დაიკავა, მას კარიერის განმავლობაში 81-ჯერ აქვს წარმოთქმული უცენზურო სიტყვა, ძირითადი რაოდენობა(33 გინება) მსახიობმა ფილმ The Girl on the Train-ში მოაგროვა. 

უცენზურო სიტყვების მთქმელი ქალი მსახიობების ათეული კი ასე გამოიყურება:

ემილი ბლანტი - 81

ჯენიფერ ლოურენსი - 75

ლესლი მანი - 70

ფრენსის მაკდორმანდი - 68

ვაინონა რაიდერი - 66

ჟიული დელპი - 66

მილა კუნისი - 65

კრისტენ უიგი - 65

ჯენიფერ ლოპესი - 63

ბელ პაული - 62

იმავე გამოცემამ ახლო წარსულში კაც მსახიობებზეც გამოაქვეყნა სტატია . შედეგებს, შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ ბმულზე.

 

კომენტარები