ოქროსფერი რეტრივერი

ძაღლმა სახლში დასაბრუნებლად 100 კილომეტრი გაიარა

Bored Panda

ოქროსფერმა რეტრივერმა პინგ ანმა სახლში დასაბრუნებლად 100 კილომეტრი გაიარა. 

ერთი წლის პინგ ანი პატრონმა სახლში მიმდინარე რემონტის გამო მეზობელ ქალაქში, მეგობარს დაუტოვა. ოთხი თვის შემდეგ ძაღლი გაიქცა და, როგორც აღმოჩნდა, სახლისკენ აიღო გეზი. 

ცხოველმა 100-კილომეტირანი დისტანცია ორ კვირაში დაფარა. ძაღლს ვეტერინართან ვიზიტი დასჭირდა, დღეის მონაცემებით პინგ ანი სრულიად ჯანმრთელია.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=ul2ehjhIxWg&feature=emb_logo]

 

 

კომენტარები