ლარის კურსი

კომერციულ ბანკებში 1 ევროს ღირებულება 4.07 ლარზე მეტია

5 ნოემბრის დილის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში 1 ევროს ღირებულება 4 ლარს გადაცდა. TBC ბანკსა და საქართველოს ბანკში 1 ევროს შეძენა 4.0740 ლარად არის შესაძლებელი, საქართველოს ბანკში კი - 4.08 ლარად.

ოფიციალური გაცვლითი კურსი ჯერჯერობით 3.9042 ლარია - საქართველოს ეროვნული ვალუტის არსებობის ისტორიაში ევრო ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. მოსალოდნელია, რომ 5 ნოემბრის გაცვლითი კურსი რამდენიმე თეთრით მაღალი იქნება. მონაცემები 17:00-ზე განახლდება.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი  3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 51 თეთრით, ხოლო ევროსთან 84 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაერთხელ გაყიდა სავალუტო რეზერვები. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები