ფიზიკური ძალადობა გორგი რურუაზე

"მხნედ და მშვიდად, წინ გამარჯვებისკენ" – რურუას პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

"მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, წინ გამარჯვებისკენ"! – წერს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომელსაც დღეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი რურუაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რურუაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

განცხადებაში ვკითხულობთ, დღეს, 2 ნოემბერს, გიორგი რურუა ადვოკატთან ვიზიტის მიზნით საკნიდან გამოიყვანეს. დაახლოებით, 15:25 სთ-ზე, პირველი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში იმყოფებოდა და ტელეფონით სარგებლობდა. მომხდარის შედეგად, გიორგი რურუას სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

კომენტარები