$60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად ლარი დოლართან 1.11 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 1.11 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.29 თეთრით გაუფასურდა.

2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ოფიციალური კურსი 3.2438 ლარია, ხოლო 1 ევროსი - 3.7761 ლარი.

დღესვე, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. დღეს 1 დოლარი ოფიციალურად  3.2327 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.7732 ლარი.

კომენტარები