კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 389 – აჭარაში, 441 – იმერეთში

armradio.am

კორონავირუსის ახალი 1 852 შემთხვევიდან 650 თბილისში, 389 – აჭარაში, ხოლო 441 – იმერეთში გამოვლინდა. ამის შესახებ განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ. 

"თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13". – ამბობს სიჭინავა. 

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 ადამიანი , აჭარაში – 6, ხოლო კახეთში – 1. 

2 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები