სკარლეტ იოჰანსონი

სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჯოსტი დაქორწინდნენ

StyleCaster

მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და სცენარისტი კოლინ ჯოსტი დაქორწინდნენ. ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაცია Meals On Wheels ავრცელებს. 

"სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს, სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჯოსტი დაქორწინდნენ. ბედნიერი წყვილის მხარდასაჭერად შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს საქველმოქმედო ფონდში". – წერს ორგანიზაცია.

ქორწინების ცერემონიამ მეგობრებისა და ახლობლების ვიწრო წრეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ჩაიარა. წყვილმა ახალი ამბავი საქველმოქმედო მიზნების გამო გაასაჯაროვა. 

ჯოსტი პოპულარული სატელევიზიო შოუს Saturday Night Live(SNL)-ის ერთ-ერთ მთავარი სცენარისტია. წყვილი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2019 წელს დაინიშნა.

იოჰანსონისთვის ეს რიგით მესამე ქორწინებაა. პირველი ქმარი მსახიობი რაიან რეინოლდსი, ხოლო მეორე ბიზნესმენი რომენ დორიაკი იყო. ჯოსტი პირველად ქორწინდება.

 

კომენტარები