სისი

სისი: გამოხატვის თავისუფლება ჩერდება, როცა 1.5 მილიარდი ადამიანის გრძნობებს შეურაცხყოფენ

ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ ფატაჰ ალ-სისიმ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა გაჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს 1.5 მილიარდზე მეტ ადამიანს შეურაცხყოფს.

"ჩვენც გვაქვს უფლებები. გვაქვს უფლება, რომ ჩვენ გრძნობებს არ ავნონ და ჩვენ ღირებულებებს არ ავნონ" - თქვა მან წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღის აღნიშვნისას - "და თუ ვინმეს აქვს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრები, მე წარმომიდგენია, რომ ეს ჩერდება, როდესაც საქმე ეხება 1.5 მილიარდზე მეტი ადამიანის გრძნობების შეურაცხყოფას". 

სისიმ ასევე თქვა, რომ ის მკაცრად ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმის ძალადობას ან ტერორიზმს რელიგიის, რელიგიური სიმბოლოების ან გამოსახულებების დაცვის სახელით.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. საფრანგეთის მთავრობა და ფრანგი მოქალაქეები პატიზე ტერორისტულ თავდასხმას თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმად მიიჩნევენ. 

კარიკატურები თავდაპირველად ფრანგულ სატირულ ჟურნალ შარლი ებდოში გამოქვეყნდა. 2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შეიჭრნენ შარლი ებდოს რედაქციაში და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღეს.

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, სურს, დაიცვას სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც პატის მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მაკრონი ანტიისლამურ განწყობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მას მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდებოდა. 27 ოქტომბერს შარლი ებდომ ერდოღანის კარიკატურაც გამოაქვეყნა, რაზეც თურქეთი სამართლებრივი და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრათურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერდოღანის კარიკატურების გამო საფრანგეთის საელჩოდან ელჩის მოადგილე დაიბარა.

"ისლამზე თავდასხმისთვის" მაკრონი პაკისტანის პრეზიდენტმაც გააკრიტიკაზოგიერთ მუსლიმი უმრავლესობით დასახლებულ ქვეყნებში ამის საწინააღმდეგოდ აქციებიც გამართეს, მათ შორის, ბანგლადეშში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში და სხვ.

დღეს, 29 ოქტომბერს, საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დანით თავდასხმის დროს ქალს თავი მოჰკვეთეს, მოკლეს სამი და დაჭრეს რამდენიმე ადამიანი.

მომხდარზე კრემლში განაცხადეს, რომ ადამიანების მოკვლა მიუღებელია, თუმცა რელიგიური მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფაც მიუღებელია. 

ნიცაში თავდასხმიდან რამდენიმე საათიის შემდეგ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარე საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრი დაჭრეს.

კომენტარები