კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩემი მოწოდებაა, თითოეულმა იცოდეთ, ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი

მინდა, ასეთი სლოგანით მოვუწოდო მოსახლეობას, რომ თითოეულმა ადამიანმა დღეს უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და მისი ტელეფონის ნომერი. ასეთი ჯაჭვია – პაციენტი რეკავს 112-ში და 112 ამისამართებს ოჯახის ექიმთან. ვინც იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ, როდესაც სიმპტომები დაეწყება, არ არის საჭირო, რომ ვეძიოთ, აბა, სად ჩავიტაროთ ტესტი. დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ ოჯახის ექიმის დარიგების მიხედვით. რა თქმა უნდა, შეიძლება მეორე გზაც და ეს აუცილებელია – 112, რომელიც გადაგამისამართებთ ოჯახის ექიმთან და ეს ჯაჭვი აეწყობა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ამ დაავადების მართვის მთავარი დატვირთვა, და ვმართავთ ამ დაავადებას, პირველადი ჯანდაცვის ექიმებზე გადადის, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იქნება, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი...

თქვა ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

კომენტარები