GUCCI

GUCCI-ის პროდუქცია კომპიუტერულ თამაშ THE SIMS 4-ში გამოჩნდა

Statscmain

ცნობილი იტალიური მოდის სახლის, Gucci-ს პროდუქცია კომპიუტერულ თამაშ The Sims 4-ში გამოჩნდა. მომხმარებლებს საკუთარი პერსონაჟისთვის ცნობილი ბრენდის ასობით აქსესუარის შეძენა ხისგან აშენებულ სპეციალურ ვირტუალურ მაღაზიაში შეუძლიათ.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=Di71SX0GU1U&feature=emb_logo]

მოდის სახლის წარმომადგენლებისა და დეველოპერების ერთობლივი ძალისხმევით თამაშში კოლექცია Off The Grid გამოჩნდა. ეკოლოგიურად სუფთა კოლექციის პრეზენტაცია 2020 წელის ივნისში გაიმართა. სასტარტო ჩვენებას ჯეინ ფონდა, Lil Nas X და სხვა ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.

"Off The Grid პატარა ხის სახლია, რომელიც ბეტონის ჯუნგლების შუაგულში დგას. თითოეულმა ჩვენგანმა ამგვარი სახლი უნდა ააშენოს". – ამბობს Gucci-ის კრეატიული დირექტორი, მოდელიერი ალესანდრო მიშელი. 

კომენტარები