თავდასხმა ზუგდიდში საქართველოს ბანკზე

Facebook-მა ბონდო მძინარაშვილის პოსტს ყალბი ინფორმაციის იარლიყი მიანიჭა

ობიექტივი

 

ფეისბუქმა ყალბი ინფორმაციის იარლიყი მიანიჭა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის, ბონდო მძინარაშვილის პოსტს, სადაც ის წერს, რომ ზუგდიდში, ბანკის შენობაში მძევლად აყვანილი ადამიანები სპექტაკლის მონაწილეები არიან. 


იარლიყის განმარტებაში წერია, რომ ინფორმაცია დამოუკიდებელმა ფაქტჩეკერმა Factcheck Georgia-მ შეაფასა, როგორც დეზინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია მიმდინარე სპეცოპერაციას ფეისბუკზე გამოეხმაურა.

"სამი კაცის გარდა, ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ და თქვენს მესიჯებს მოგვიანებით გავეცნობი. მიყვარხართ ყველანი". – წერს ირაკლი კვარაცხელია.

ირაკლი კვარაცხელია სწორედ ის მძევალია, რომელიც თავდამსხმელის მოთხოვნით მთავარ არხს პირდაპირ ეთერში ჩაერთო. სწორედ კვარაცხელიას ჩართვით გახდა ცნობილი თავდამსხმელის მოთხოვნების შესახებ. 

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. ის ტელეკომპანია მთავარს ესაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

კომენტარები