კრიმინალი

ჩიქოვანი მძევლების რაოდენობაზე: დაუზუსტებელი ინფორმაციაა და შსს გააკეთებს განცხადებას

საქართველოს მთავრობა

"მთავარია, დრო მივცეთ და საშუალება, სამართალდამცველებმა შეასრულონ საკუთარი ამოცანები". – ამის შესახებ ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს ბანკში მიმდინარე სპეცოპერაციაზე თქვა. მან არ იცის, რამდენი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი თავდამსხმელს.

"დაუზუსტებელი ინფორმაციაა, ამიტომ არ მინდა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, შსს გააკეთებს განცხადებას, ახლა მთავარია, სამართალდამცველებს მივცეთ საკუთარი ამოცანის შესრულების საშუალება". – უთხრა ჩიქოვანმა TV პირველს.

კითხვაზე, ხომ არ არიან დაჭრილები, ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს - "მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, დაველოდოთ სპეცოპერაციის დასრულებას".

ზუგდიდში საქართველოს ბანკს აყაჩაღებენ. თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. ამ წუთებში შენობიდან ევაკუაცია მიმდინარეობს. მძევლების ნაწილი ამწის მეშვეობით გამოვიდა ბანკიდან. დგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. 

კომენტარები