კრიმინალი

პრემიერი: სტატისტიკაში საერთო ჯამური ზრდა არ ნიშნავს, რომ კრიმინალი იზრდება

მეგობრებო, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ, არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს, საერთოდ კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2-3-4 წლის წინ როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა.

მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები ბოლო 8-10-15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას - რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე და ა.შ

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კრიმინალის ზრდაზე.

კომენტარები