კერძო და საჯარო სკოლები

ჩხენკელი: ჩვენი მიზანია, VII-XII-კლასელი მოსწავლეები სკოლაში ამ სემესტრში დაბრუნდნენ

1-დან მე-6 კლასელები უკვე სასკოლო სივრცეში იმყოფებიან. რაც შეეხება მაღალი კლასების, ანუ მე-7-დან მე-12  კლასების მოსწავლეების დაბრუნებას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ცხადია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და ეს ამ სემესტრში მოხდება. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რა საკვირველია, ჩვენ საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ.  

ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, საჭიროა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი. 

ამბობს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. 1 ოქტომბრიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელეს. მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი დისტანციურად სწავლობენ.

კომენტარები