კორონავირუსი საქართველოში

COVID19-ის 1 194 ახალი შემთხვევიდან 425 თბილისში გამოვლინდა, 372 – იმერეთში, 193 – აჭარაში

საქართველოში დღეს, 20 ოქტომბერს გამოვლენილი კორონავირუსის 1 194 შემთხვევიდან 425 თბილისში აღირიცხა, 372 – იმერეთში, 193 – აჭარაში, გურიაში – 21, სამეგრელო ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში – 53, შიდა ქართლში – 64, მცხეთა-მთიანეთში – 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9 და სამცხე ჯავახეთში – 9 . 

ამის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა. 

სულ კოვიდცენტრებში 341 მძიმე პაციენტი მკურნალობს, მათგან 172 თბილისში გადის მკურნალობას, 69 კი - აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 75 ადამიანი იმყოფება, მათგან 49 - თბილისში, აჭარაში კი - 10. 

დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი. 

ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 158  კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები