ჯეფრი ტუბინი

NEW YORKER-მა ჟურნალისტი ZOOM-ში შეხვედრისას გენიტალიების გამოჩენისთვის დროებით დაითხოვა

ჯეფრი ტუბინი

ჟურნალმა New Yorker-მა ჟურნალისტი, ჯეფრი ტუბინი, სამსახურიდან დროებით დაითხოვა, მას შემდეგ, რაც მან Zoom-ში ვირტუალური შეხვედრის დროს გენიტალიები გამოაჩინა.

გასულ კვირას, თანამშრომლებთან და WNYC Radio-სთან შეხვედრისას, ჟურნალისტმა და ასევე CNN-ის მთავარმა იურიდიულმა ანალიტიკოსმა თავისი გენიტალიები გამოაჩინა. ჯეფრი ტუბინის თქმით, ეს სულელური შეცდომა იყო.

"მე დავუშვი სამარცხვინოდ სულელური შეცდომა, მეგონა კამერა გათიშული იყო. ბოდიშს ვუხდი ჩემს ცოლს, ოჯახსა და თანამშრომლებს. მეგონა არ ვჩანდი Zoom-ში. მეგონა ვერავინ დამინახავდა. მეგონა გათიშული მქონდა ვიდეო". – უთხრა მან Vice-ს.

New Yorker-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანია ამ ფაქტს იძიებს და გამოძიების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ტუბინთან დაკავშირებით.

ჯეფრი ტუბინი New Yorker-ში 1993 წლიდან მუშაობს. ის, ასევე, ცნობილია თავისი პოლიტიკური წიგნებით, მათ შორის 2020 წელს გამოშვებული True Crimes and Misdemeanors: The Investigation of Donald Trump-ით.

კომენტარები