ამინდი

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე ღელვა – როგორი ამინდი იქნება 22 ოქტომბრამდე

Reuters

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 19 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები