მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: ჩემი პირის გაღება არავის არ უნდა აწყობდეს

როცა მიმაჩნდა, რომ რომელიმე ძალისთვის მხარი უნდა დამეჭირა პირდაპირ, ვაკეთებდი, მაგრამ მე განვაცხადე რომ, არ ვაპირებ ახლა საერთოდ. აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ. ერთობა თუ ჰქონდათ, მაგას რა ჯობია. როგორც ხდება – ერთმანეთს რომ ვჭამთ, ასე წინ ვერ წავალთ. როგორც კარგი იქნება საქართველოსთვის, ისე იყოს. მე მჯერა, რომ ღმერთი არ გაგვწირავს. 

აბა ჩემთან დასხდნენ და რომელიმე მხარე მართალი თუ გამოვა.

ჩემი პირის გაღება არავის არ უნდა აწყობდეს. რაღაცებით რომ ვართ წყნარად, გვინდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, ღმერთი ასე გვიფარავს, დედა ღვთისმშობელი ასე გვიფარავს. თუ ერთობა არ გვქონდა, ამდენ გაჭირვებულს ვერ ვუშველით

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე.

კომენტარები