ნათია ნიკოლაიშვილის მიერ გადაღებული ქართული ანიმაციური ფილმი იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა.
ანიმაცია ჯემალ ქარჩხაძის იმავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა. საერთაშორისო ჟიურიმ იგი სამ სხვა პროექტთან ერთად 28 ანიმაციიდან ამოარჩია.
პოპულარული მოთხრობა პირველად 1977 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში".