ხოაკინ ფენიქსი

ხოაკინ ფენიქსი ნაპოლეონის როლს შეასრულებს

Deadline

რიდლი სკოტი გეგმავს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას ფრანგი იმპერატორის შესახებ, რომელშიც ნაპოლეონის როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს. 

პროექტის სამუშაო სახელია Kitbag(ნივთების ხელჩანთა). სცენარს დაწერს All The Money In The World-ის შემქმნელი დევიდ სკარპა. 

სკოტმა და ფენიქსმა 2000 წელს ერთად იმუშავეს ფილმ გლადიატორზე.მსახიობმა მაშინაც იმპერატორი კომოდუსი განასახიერა. 

რიდლი სკოტი ამჟამად მაურიციო გუჩის მკვლელობის საქმეზე იღებს ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ლედი გაგა, ადამ დრაივერი, ჯარედ ლეტო, ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო ასრულებენ. 

 

კომენტარები