კორონავირუსი საქართველოში

ხვალიდან თბილისსა და იმერეთში 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა შეიზღუდება

ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს მხოლოდ და მხოლოდ იმ შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი". - თქვა მან.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 4 ადამიანი. შემთხვევებიდან 366 თბილისში დადასტურდა, აჭარაში - 286, ხოლო იმერეთში - 104.

კომენტარები