ამინდი

როგორი ამინდი იქნება 20 ოქტომბრამდე – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-18 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.

მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები