ამინდი

როგორი ამინდი იქნება 16 ოქტომბრამდე – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები